რეგისტრაცია
Menu
ხშირად დასმული შეკითხვები

რეგისტრაციისათვის, არის რაიმე თანხა გადასახადი? 

დიახ! რეგისტრაციისათვის გადასახდელი თანხა არის 350 ლარი (თანხა დაგიბრეუნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ მიიღებთ სამუშაო შეთავაზებას) და პირველი ან მეორე თვის ხელფასის 65 % საკომისიო (მხოლოდ ერთი თვის ხელფასიდან). 

მე არ ვსაუბრობ ჩინურად. ეს ხომ არ შემიქმნის პრობლემას?

ჩინურის ცოდნა არ არის აუცილებელი. 

რა დონეზე უნდა ვიცოდე ინგლისური რომ შევძლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

თქვენ უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას სულ მცირე საშუალო B1 დონეზე. 

როგორ დავრეგისტრირდე?

გთხოვთ გადადით ამ ბმულზე.

ჩინეთში გამგზავრების თანხებს ვინ იხდის?

თქვენ იხდით მხოლოდ რეგისტრაციის, ბილეთის, სავიზო მოსაკრებლის და დოკუმენტაციის შეგროვების თანხებს. დამსაქმებელი გიხდით საცხოვრებელ პირობებს სადაც კომუნალური ხარჯები თქვენი გადასახდელი იქნება. 

ხელფასი რაც დამენიშნება, რამდენად საკმარისი იქნება?

თქვენ ღებულობთ საკმაოდ კონკურენტულ ხელფასს, რომელიც მოგცემთ საშუალებას თანხები დაზოგოთ (დაახლოებით 50 % ხელფასის), გამოიყენოთ მოგზაურობისთვის და ასევე მიიღოთ ცხოვრების კარგი სტანდარტი. 

როგორ ვღებულობ ჩინეთის ვიზას?

სავიზო მომსახურება არის ინდივიდუალური პროცედურა რაზეც ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პასუხისმგებლობას. თვითონ დამსაქმებელი შემოგთავაზებთ სავიზო მოწვევას. 

რამდენ ხნიანია ჩემი სამუშაო კონტრაქტი?

ზოგადად კონტრაქტის ხანგრძლივობა არის 1 წელი. 

ვინმე დამხვდება აეროპორტში?

დიახ, რათქმაუნდა! თქვენ დაგხვდბათ ჩინელი დამსაქმებლის წარმომადგენელი აეროპორტში, რომელიც მიგიყვანთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში.

რამდენ ხანში ერთხელ ავიღებ ხელფასს?

ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ.

როგორია ჩემი სამუშაო გრაფიკი?

თქვენი სამუშაო გრაფიკი არის არაუმეტეს 40 საათი კვირაში.

თუ გავაგრძელებ კონტრაქტს ერთი წლის შემდეგ, თუ მექნება შანსი დაწინაურების?

დიახ! იმ შემთხვევაში თუ გააგრძელებთ კონტრაქტს, ძალიან დიდი შანსი გექნებათ არამარტო დაწინაურების, არამედ ხელფასის მომატებისაც.